დასკვნითი შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიასთან

დასკვნითი შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიასთან.

აუდიენციაში ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან ერთად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სავალუტო ფონდი წარმატებულად აფასებს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა, იმის საფუძველს იძლევა, რომ მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება შესრულდეს.

ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.