საქართველოს რეიტინგი მსოფლიო ბანკის კვლევაში

ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს დადებითად აფასებს.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაში 144 ქვეყანას შორის ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველო პირველ ათეულშია. საერთაშორიო საფინანსო ინსტიტუტი საწარმოთა გლობალურ კვლევას ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს. შედეგები აჩვენებს, რომ ქრთამის აღებისა და მოსყიდვის ინდიკატორებმა გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, საუკეთესო შედეგი კი 2019-2020 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.3 %-ია.

რა გავლენას მოახდენს პოზიტიური საერთაშორისო შეფასება ქვეყანაში დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, – მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს.

დატოვე კომენტარი