სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან

ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც დოკუმენტით გათვალისწინებული შესაძლებლობები ბოლომდე გამოყენებული არ არის. ეს იმ ფონზე, როცა საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან მსგავსი შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი ძალიან შეზღუდულია. ჩინეთიდან იმპორტი კი ქართულ ექსპორტს რამდენჯერმე აჭარბებს. ერთადერთი გამონაკლისი ღვინოა.

2018 წელს ამოქმედებულმა შეთანხმებამ ჩინურ ბაზარზე კარი თითქმის ყველა ქართველ მეწარმეს გაუხსნა, თუმცა ბიზნესის დიდი ნაწილი თითქმის შეუზღუდავი საექსპორტო პოტენციალის გამოყენებას ჯერ ვერ ახერხებს. მიზეზებით სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა.