სატყეო-სამეურნეო გზები

ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

პროცესი ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა  და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა გაუადვილდება.

სოფელ კავთისხევში, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნო.