სატყეო სექტორის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყენაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მეტყევე სპეციალისტების ნაკლებობაა. ამიტომ, გადაწყდა, რომ წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას სატყეო სააგენტოში გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში დასაქმდებიან. სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში უკვე დასაქმდა 15 მეტყევე, რომლებიც სააგენტოს სპეციალისტებმა გადაამზადეს.