ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღე აღინიშნა

მეტყევის დღე ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა, წარმატებული საქმიანობისთვის,   სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები  გადასცა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.

დამსახურებულ  მეტყევეებთან ერთად, მადლობის სიგელი გადაეცათ გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის პროგრამის თანამშრომლებს, სატყეო განათლების განვითარების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება.

 

დატოვე კომენტარი