ალოტთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ტყე-კაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე პროცესი თიანეთში, სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. მოსახლეობას კი სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყე-კაფებიდან, საშეშე მერქნის გამოტანა გაუადვილდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.