39 ცხედარი სატვირთო მანქანაში. დიდი ბრიტანეთი ბურუსით მოცულ დანაშაულს იძიებს.
გარდაცვლილი ადამიანები იმ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოაჩინეს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საზღვაო გზით შევიდა.
სატვირთო მანქანა ლონდონთან ახლოს მდებარე ქალაქ გრეისის ინდუსტრიულ ზონაში იყო გაჩერებული. დეტალები მძღოლის დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. ის უკვე დაკავებულია.
გამომძიებლებს უკვე აეჭვებთ ის მარშრუტი, რომელიც სატვირთო მანქანამ დუბლინის პორტამდე გაიარა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცხედრებით სავსე სატრანსპორტო საშუალება დიდ ბრიტანეთში არა ბულგარეთიდან, არამედ ბელგიიდან ჩავიდა.