თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ინვენტარით. რაიონული სამსახურის 70-მდე თანამშრომლისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია მოწყობილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტარციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ახორციელებს.