შეხვედრა დიპლომატებთან

ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებსა და დონორ ორგანიზაციებს რიკოთის საუღელტეხილო გზის, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პროექტი, ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია 22 ახალი ხიდისა და სამი გვირაბის მშენებლობა. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.