სტუდენტების საერთო საცხოვრებელი

ორი წლის შემდეგ ათასობით სტუდენტს შესაძლოა ბინის პრობლემა მოუგვარდეს.

თბილისში 3 000 ადგილზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებლის აშენება იგეგმება. ტერიტორიას მაღლივი კორპუსის მიმდებარედ არჩევენ. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებზე გათვლილი კომპლექსი, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდების გარდა უცხოელ სტუდენტებსაც მიიღებენ.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელში მოსახვედრად კრიტერიუმები არ იქნება დაწესებული.