საფეხბურთო აკადემიის გახსნა რუსთავში

18:30, 24.10.2018

რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. საფეხბურთო აკადემია 6 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. აკადემიის ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეები გამწვანების ზოლით შეივსება.

მსგავსი