დაკავებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის სამი ყოფილი თანამშრომელი.
ბრალდება საკმაოდ მძიმეა. ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილ მოადგილეს და ორ ყოფილ მენეჯერს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საუბარია თითქმის ნახევარ მილიონ ლარზე. საგამოძიებო მასალების მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ, ბრალდებულები გარიგების სანაცვლოდ სააქციო საზოგადოება „ვიანის“ დაქვემდებარებაში არსებულ კლინიკებში ამისამართებდნენ. რებრენდინგის შედეგად „ვიანი“ „ევექსი ჰოსპიტლების“ ახალი სახელწოდებაა. საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი ადამიანი, რომლებსაც სუს-ი „ვიანის“ წარმომადგენლებად აცხადებს. სააქციო საზოგადოება კი ამტკიცებს, რომ ისინი მათი ყოფილი ქვეკონტრაქტორები იყვნენ. მოზიდული პაციენტების სანაცვლოდ ბონუსის მიღებაში მითითებულ პირებსაც ადანაშაულებენ. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, დანაშაულებრივი სქემა სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
ბელა ზაქაიძე არკვევს რეზონანსული საქმის დეტალებს.