ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, დიდ ქალაქებში, ასევე აჭარაში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ პატარა ქალაქები და სოფლებია, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ცალკეულ სკოლებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები დაფიქსირდება, სასწავლო დაწესებულებები შესაძლოა დროებით დაიხუროს. რეგულაციების დაცვაზე და საერთო ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, შენარჩუნდება თუ არა დიდ ქალაქებში ამ სეზონზეც დისტანციური სწავლების ფორმა. სასწავლო პროცესის მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჯერ ისევ ელედებიან უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრს მარტის პირველ ნახევარში დაიწყებენ.