სასტუმრო "ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს
სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს. მენეჯმენტმა დაღუპულთა ათ ოჯახთან მოლაპარაკებების ეტაპი დაასრულა. თითოეული 50 ათას დოლარს მიიღებს.
ასევე, “ლეოგრანდის” ადვოკატის ცნობით, კონკრეტული თანხის გარდა, კომპანია, დაზარალებული ოჯახების ბავშვების განათლებისა და დასაქმების უზრუნველყოფის ვალდებულებასაც იღებენ. 24 ნოემბერს მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ისევ გრძელდება.
შენობის მიმდებარე პერიმეტრს ამ დრომდე სამართალდამცველები აკონტროლებენ. ხანძარს ბათუმში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.