„ლეოგრანდში“ ხანძრისას დაღუპულთა ოჯახებთან კომპენსაციების საკითხზე მოლაპარაკებები დასრულდა
„ლეოგრანდში“ ხანძრისას დაღუპულთა ოჯახებთან კომპენსაციების საკითხზე მოლაპარაკებები დასრულდა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტმა ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებთან კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებების ეტაპი დაასრულა.

როგორც კომპანიის ადვოკატი, კახა წერეთელი ამბობს, 10-ვე ოჯახთან უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.

მისი თქმით, ოჯახები კონკრეტული თანხის გარდა, ბავშვების განათლებისა და დასაქმების უზრუნველყოფის ვალდებულებასაც იღებენ.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გამოძიების ფარგლებში, დაიკითხა არაერთი პირი, შენობას კი ამ დრომდე სამართალდამცავები იცავენ.

შენობა მფლობელის განკარგულებაში გამოძიების დასრულების შემდეგ დაბრუნდება. რა პროფილითა და სახელწოდებით გააგრძელებს მუშაობას, სასტუმროს მენეჯმენტში ამ დრომდე არ საუბრობენ.

ხანძრის დროს გარდაცვლილთა ახლობლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, პირად საუბარში კი აცხადებენ, რომ კომპანიისგან კომპენსაციის სახით 50 000 დოლარს მიიღებენ.