რუსთაველის სამეცნიერო ფონდის და გერმანული „დაადის“ ფონდის მიერ ერთობლივად ორგანიზებული სასტიპენდიო პროგრამის შემაჯამებიელი კონფერენცია გაიმართა თბილისის ღია უნივერსიტეტში.
2018 წლის საგრანტო კონკურსში 38 ნამუშევრიდან დასაფინანსებლად 18 პროექტი შეირჩა.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, განათლების მინისტრის მოადგილე და გერმანიის საელჩოს ატაშე ეკონომიკის მიმართულებით.