სახელმწიფო ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში დაეხმარება.
მექანიზაციის საგრანტო პროგრამა თანადაფინანსებას გულისხმობს. სწორედ ტექნიკის არ არსებობა, ან არსებულის მწყობრიდან გამოსვლაა ის მთავარი მიზეზები, რის გამოც სოფლებშიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დროულად ვერ ტარდება. ტექნიკის მცირე რაოდენობას მთავრობაშიც აღიარებენ, რის გამოც საგრანტო დახმარების გარდა პროგრამის მონაწილეებს სხვა სახის შეღავათებსაც სთავაზობენ. თანადაფინანსების მოპოვების მიზნით განაცხადების მიღება სექტემბრიდან დაიწყება.