საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში მოქალქეებს სასმელი წყლის პრობლემები აქვთ.
შიდა ქართლში, კერძოდ კირბალში, არბოსა და ქორდში 2008 წლის ომის შემდეგ ჭაბურღილების მეშვეობით იღებენ ადგილობრივები წყალს. სოფლების ნაწილში ქსელი გამოიცვალა და ინდივიდუალური მრიცხველებიც დამონტაჟდა, თუმცა ადგილობრივები სასმელ წყალს დღეში მხოლოდ ნახევარი საათით იღებენ. მოქალაქეების თქმით, პრობლემა წყლის სისუფთავესთან დაკავშირებით არის. საპირისპიროს ამბობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში და განმარტავენ, რომ წყლის დებეტი საკმარისია და ჭაბურღილებიდან მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგება შესაძლებელია.
ნინო ფისაძე არკვევდა დეტალებს.