წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში უკვე ათწლეულებია მოუგვარებელია სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხი – სასმელი წყალი.
ადგილობრივებს საკუთარი ძალებით უწევთ წყლის მოტანა სახლში, ზოგი მეზობლის ჭას იყენებს, ზოგი მეზობელ სოფელში დადის. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ შარშან გააკეთა განცხადება, რომ მერიის პრიორიტეტი სოფლებში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება იქნება.
რა პროგრესი და გეგმა აქვს წალენჯიხის მერიას, ნახეთ ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟში.