გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ნადარბაზევსა და ბერშუეთში, მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი. მათი თქმით, წყალს, ძირითადად, წვიმის დროს იმარაგებენ. ადგილობრივი მთავრობა სოფელ ნადარბაზევის პრობლების შესახებ ინფორმირებულია.
რაც შეეხება ბერშუეთს, გორის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ მათ ლაბორატორიული დასკვნა აქვთ, რომელიც სოფლის წყლის ვარგისიანობას ადასტურებს.