სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება ოფიციალურად დაიხურა

სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება ოფიციალურად დაიხურა.

განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დახურვას მინისტრი კახა კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცხრა მსჯავრდებული 25 ივნისს გახსნილ ახალ N7 მაღალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსებული უკვე გაუქმებული შვიდი დაწესებულება დღეს გურამ როგავამ დაათვალიერა.