მთავარი პროკურორის კანდიდატი

მთავარი პროკურორის შესარჩევად კონსულტაციები იწყება.

არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში კანდიდატებად კახა კახიშვილი და ნათია მეზვრიშვილი განიხილება.

კანდიდატურა უკვე შეარჩია საპარლამენტო უმცირესობამ. შალვა შავგულიძე „ევროპული საქართველოს” შეთავაზებას დათანხმდა.

ამ დრომდე უცნობია, ჩაერთვება თუ არა პროცესში მესამე სექტორი, რომელიც იუსტიციის მინისტრს უნდობლობას უცხადებს. კანონმდებლობით კი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურაში მთავარი როლი სწორედ თეა წულუკიანს ეკისრება.

კვალიფიკაცია, სანდოობა, სისხლის სამართლის სფეროში მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება – იუსტიციის მინისტრის მიერ ამ კრიტერიუმებით შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთს ჯერ საპროკურორო საბჭოს, შემდეგ მთავრობის და ბოლოს პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.