შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

სადავო გადაწყვეტილებების და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების შემდეგ შეწყალების პროცედურა იცვლება.

ხარვეზების გამოსასწორებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის სამუშაო ჯგუფი იქმნება. ამ შეთანხმებით დასრულდა გიორგი მარგველაშვილის და კახა კახიშვილის შეხვედრა, რომელსაც შეწყალების კომისიის წევრებიც დაესწრნენ. ცვლილებაა მოსალოდნელი კომისიის შემადგენლობაშიც.

როგორ უნდა იყოს დაცული ზღვარი ჰუმანურ აქტსა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს შორის: კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ რამდენიმე მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი თავის დროზე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე იყო გათავისუფლებული.