ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში, საახალწლო სოფელში საშობაო კონცერტით დაიხურა. სტუმრების განწყობაზე ორბელიანების მოედანზე განთავსებულ სცენებზე ყველასთვის ცნობილმა შემსრულებლებმა იმღერეს. თბილისის მერიის ორგანიზებით, ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან საახალწლო სოფელი ფუნქციონირებდა. პროგრამა ყველა ასაკის ვიზიტორზე იყო გათვლილი და თეატრალიზებულ მსვლელობებს, ილუზიონისტების შოუს, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსსა და სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებას მოიცავდა. მოწყობილი იყო ყინულის მოედანიც, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. საახალწლო ღონისძიებები მთავრობის ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.