მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. ტრადიციული ალილო წელს პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით ტარდება. თეატრალიზებული ფეხით მსვლელობის ნაცვლად, სასულიერო პირები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და დედაქალაქის სამი მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ. საშობაო ნობათის მიტანა კი, მსურველებს რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ სპეციალური კარავში შეუძლიათ, რომელიც იქ ხუთ საათამდე იქნება განთავსებული.