შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთში 8 წლის მოზარდის ინტერნეტთამაშში, ე.წ. ლურჯ ვეშაპში შესაძლო ჩათრევის ფაქტს იძიებს.
საქმე აღიძრა ბავშვის დედის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დედა-შვილი უკვე გამოკითხეს პოლიციაში.
ბავშვთან უკვე მუშაობს ფსიქოლოგი. პრევენციის მიზნით მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ გაუშვებენ სკოლაში და მაქსიმალურად შეუზღუდავენ წვდომას ინტერნეტთან და ტელეფონთან.