15 წლის მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა

კვლავ მძიმეა 15 წლის მოზარდის მდგომარეობა რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციაში ისრაელიდან ჩამოსული ექიმებიც მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთება რაზეც გამოძიება დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, უფლებამოსილება შეუჩერდათ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.