სასამართლომ ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რაგბის კავშირის გახმაურებულ საქმეზე განაჩენი უკვე ცნობილია. საქალაქო სასამართლომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც საჯარო რეესტრთან დავას ეხებოდა. 2020 წლის 30 დეკემბერს „ბორჯღალოსანთა“ ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ საჯარო რეესტრმა მაშინ უფლებამოსილება შეუჩერა, მომდევნო არჩევნებზე კი, თანამდებობაზე იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ირაკლი აბუსერიძე და მისი ადვოკატები დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.