რაგბის კავშირის თავმჯდომარის არჩევნები

ერთ საათში დიდუბის საგამოფენო სივრცეში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მორიგი ყრილობა გაიმართება, რომელზეც დელეგატები ორგანიზაციის პრეზიდენტს აირჩევენ. საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ იოსებ ტყემალაძეა დარეგისტრირებული. ადგილზე შეკრებილები არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომლებიც კავშირის ლეგიტიმურ პრეზიდენტად საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიიჩნევენ.

განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება  რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამინისტროს განცხადებით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ლევან ღუდუშაური გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

 

დატოვე კომენტარი