ვეტერანი მორაგბეების განცხადება

რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეების საინიციატივო ჯგუფი ოპონენტების განცხადებას ეხმაურება. მათი თქმით, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში სოსო ტყემალაძის მხარდამჭერებმა ცრუ ბრალდებები გააჟღერეს და ისინი დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულეს.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია, პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენჯერმე ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

დატოვე კომენტარი