რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბოლნისის ყოფილ გამგებელს გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს . პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა განიზრახა შპს „ხიდისყური-2 000“-ის ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება. ამასთან, არევაძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 102,5 ჰა მიწის ნაკვეთის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 9 -დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.