დედაქალაქის ქუჩებში კონკრეტულ მოსამართლეთა წინააღმდეგ უარყოფითი შინაარსის წარწერები გაჩნდა. ფაქტს დღეს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ზეწოლის ფაქტები გარე ძალებისგან შეინიშნება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საბჭოური სტილის კამპანიებს ახორციელებენ, რაც ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე ბრალდებებს გულისხმობს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც, რომ ასეთი სტილის კამპანიების უკან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომელთა დაფინანსებაც ბუნდოვანია. თემას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილიც.