სასამართლო რეფორმის ჯგუფის შეხვედრა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელა, მათ შორის მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინებაზე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმებაზე. მსჯელობის საგანი იყო რა რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეები და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე პირები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციებს პასუხობს და ქართულ კანონმდებლობაში ევროპულ სამართლებრივ ნორმებს გაატარებს.