რის გადაფარვას ცდილობდა ოპოზიცია

15:16, 23.01.2024

ოპოზიცია ანტიკორუფციულ ბიუროს უნდობლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ 12  რეკომენდაციის ფარგლებში შექმნილი ახალი უწყება „ქართული ოცნების“ ლიდერების ქონებრივ დეკლარაციებს ობიექტურად არ შეისწავლის. მათი შეფასებით, ქვეყანაში ელიტური კორუფციაა და ანტიკორუფციული ბიურო რეალურად კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად არ შექმნილა. ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ანტიკორუფციულ ბიუროზე  შეტევის მიზანი მსოფლიო ბანკის კვლევის გადაფარვაა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მექრთამეობის ფაქტების სიმცირით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა.

მსგავსი