ზუგდიდის რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას საქმეს განიხილავს.
მანუჩარ ჩხეტია სამართალდამცავებმა გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ და ობიექტური სასამართლოს იმედი აქვს. მაჩუჩარ ჩხეტია ნარაზენში მომხდარს, პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს. რაც შეეხებათ შემთხვევის დროს დაკავებულ ანი წითლიძეს და გიორგი პატარაიას სასამართლო მათ ადმინისტრაციულ საქმეს 18 მაისს განიხილავს.