„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ პროცესზე საბოლოოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, აპირებს თუ არა ჩვენების მიცემას.
როგორც პროკურორმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შესაძლოა, საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდეს.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, გურამ რჩეულიშვილს სასამართლოსგან გაფრთხილება აქვს მიღებული, რომ საკუთარი პოზიცია ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით დღეს დააფიქსიროს და სხდომა აღარ გადაიდოს.
„ცენტრ-პოინტის“ საქმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გურამ რჩეულიშვილები არიან. მათ ბრალად მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვა ედებათ.