სასამართლო პროცესი

ველისციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა თითოეულისთვის  5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ და  ისინი პატიმრობაში დატოვა.

გამოძიება სამივე დაკავებულს, 2018 წლის 16 დეკემბერს, ველისციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, შოთა დალაქიშვილის ცემაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება