სასმელ წყალთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს რეგიონებში სარწყავი წყალი. პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო ეტაპობრივად გასარწყავებული ფართობების გაზრდით ცდილობს. რა გეგმა აქვს საქართველოს მელიორაციას, – საკითხზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მელიორაციის წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკ-თან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მამელი ქობალიამ უპასუხა.