საფრანგეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კორუფციისა და 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ფულადი სახსრების უკანონოდ მობილიზებისთვის ბრალი წაუყენა.
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, 63 წლის ნიკოლა სარკოზი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ 2011 წლის 11 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ლიბიელების მხრიდან მის წინააღმდეგ პირველად გაჟღერდა ბრალდება, ის ცილისმწამებლური ბრალდებების ჯოჯოხეთშია.
ექსპრეზიდენტს თავის მართლება შესაძლოა სასამართლოში მოუწიოს.