საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

66 წლის ექს-პრეზიდენტი პარიზის სასამართლომ გავლენის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში დამნაშავედ სცნო. მოსამართლის ვერდიქტით, სარკოზის ორწლიანი პატიმრობა პირობითი მსჯავრია, ერთი წელი კი, საფრანგეთის ყოფილ ლიდერს შეუძლია შინაპატიმრობაში გაატაროს. ფრანგულმა მედიამ სასამართლოს განაჩენს უკვე უწოდა „საეტაპო და უპრეცედენტო“. თუმცა, სარკოზის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები მხოლოდ ამ საქმით და დღევანდელი განაჩენით არ სრულდება.