ნიკოლა სარკოზის განცხადება

2008 წლის ომში დამნაშავე ვლადიმერ პუტინი იყო, – განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ. ასე გასცა სარკოზიმ პასუხი ჟურნალ „ფიგაროში“ უკრაინის ომის შესახებ მისი განცხადებების ირგვლივ გაჩენილ კითხვებს. შეგახსენებთ, სარკოზიმ წინა ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაზე გადის. მისივე თქმით, „რუსეთი ევროპის მეზობელია და გაუგებრობების მიუხედავად, ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ“. ფრანგული მედია წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ამ განცხადებების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა.