სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება

მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს 150-მდე  წარმომადგენელი დაესწრება. სტუმრების ნაწილი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ლეტუვას სეიმის სპიკერი ჩამოვიდა. დღესვე ელოდებიან დელეგაციებს ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან – სულ ცერემონიაზე დასასწრებად 55-მდე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს ელოდებიან.

ვაკო ორმოცაძე მუშაობს საერთაშორისო აეროპორტში და თემაზე საუბარს ახლა სწორედ ის განაგრძობს.

საპატიო სტუმრებს ჯერ თელავი უმასპინძლებს, მოგვიანებით კი, ასევე ვიზიტის ფარგლებში, მაღალი თანამდებობის პირები სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ.

სტუმრებს შორის არის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და მასთან ერთად, თავდაცვისა და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრები. მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, კომენტარი საფრანგეთის ელჩმა გააკეთა.

 

დატოვე კომენტარი