„რესტორატორთა ასოციაციაში“ კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობენ. ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოსთან კოორდინირებული მუშაობა და ისეთი პროფ-სასწავლებლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს კადრების გადამზადებას. შოთა ბურჯანაძის განმარტებით, უცხო ქვეყნებიდან კადრების ჩამოყვანა გარდაუვალია პროცესია.