რესტორატორთა ასოციაციის ინიციატივა

სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები „მწვანე პასპორტების” გაუქმებას მოითხოვენ. საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, „მწვანე პასპორტები“ ვეღარ მუშაობს და ეს აბრკოლებს ეკონომიკას. მისი განმარტებით, მსგავსი რეგულაციების გაგრძელების პირობებში, სარესტორნო სფერო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.