„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის განცხადება

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. შოთა ბურჯანაძის თქმით, 48-საათიანი სამუშაო გრაფიკის 40 საათამდე შემცირებამ, ბიზნესს პრობლემები შეუქმნა. მისი განმარტებით, არსებული ცვლილების ფონზე, ბიზნესს დამატებითი კადრის მოძიება უწევს. ბურჯანაძე დასაქმებულთა კვალიფიციურობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გამოზრდილი კადრების მოძიება ამ დრომდე უცვლელი პრობლემაა.