სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრება ხუთი ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი, დაფინანსება 10 ათას ლარს შეადგენს. თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული სუბსიდირების პროგრამა თბილისის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს შეეხებათ და კრიტერიუმები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
ანდრია ბასილაიას განცხადებით, სუბსიდირებისთვის ორი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და დაახლოებით 400 რესტორანი მიიღებს დახმარებას.
მოამბე