აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება

15:13, 20.05.2022

შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა მისცა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11, თავი შეიკავა ორმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით, კანონმდებლებს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა. ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე დაიხარჯება. გასულ კვირას, ფინანსური დახმარების დაჩქარებული წესით გაცემის საკითხი რესპუბლიკელი სენატორის, რენდ პოლის წინააღმდეგობის გამო შეყოვნდა.

მსგავსი