ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს 

ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი ბრიუსელიდან.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის 20 მილიონი ევრო გამოყო. თანხა ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში გაიცა და ის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის და გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოების ფონზე ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და მდგრადობის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯი – ასე ფასდება ფინანსური დახმარება, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ევროკავშირისგან უკვე მეორედ მიიღო.