უთანხმოება უკრაინის დაფინანსების საკითხზე

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მიიღებს თუ არა ომში მყოფი უკრაინა აშშ-დან ფინანსურ დახმარებას.

დაფინანსების გაგრძელებას ორპარტიული მხარდაჭერა არ აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და „დემოკრატიული პარტია“ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარს უჭერენ, თუმცა „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგობის დაძლევა ვერ ხერხდება. მხარდაჭერის სანაცვლოდ „რესპუბლიკური პარტია“ საკუთარ პირობებს აყენებს. დაფინანსების საკითხზე სენატში ცხარე განხილვები მიმდინარეობს. პარალელურად უკრაინა, რომელიც დასავლეთისგან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ითხოვს, ახალი გამოწვევის წინაშე დგება – ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება იზრდება.